„ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს” – იღუმენია თამარმა წინამძღვრის პოზიცია დატოვა

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ წინამძღვრის პოზიცია დატოვა. 

„ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს. დღეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში იყო დედათა შეკრება. მათ ერთსულოვნებით გამოარჩიეს ახალი წინამძღვარი და მე კი დავტოვე ჩემი წინამძღვრობა. ის გახლავთ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. ჩვენი ეპარქიის სასულიერო დასმა სამი წელია, რაც ციანდის ამბავი დაიწყო. ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი. სხვა ეპარქიებიდან და საპატრიარქოდან განსხვავებით, ჩვენს ეპარქიაში ჩვენი მღვდელმთავარი არასოდეს არ მალავდა არაფერს და ყველა ჩვენს კითხვაზე ჰქონდა პასუხი. ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ერთი განწყობა გვქონდა. დედები აგრძელებენ მოღვაწეობას და არ აპირებენ უკანონო გადაწყვეტილებების ე.წ მორჩილებების აღსრულებას. ჩემი ხორციელი დედაც აქ რჩება“, – განაცხადა დედა თამარ გამყრელიძემ.

დედების ერთსულოვნებით, მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. მისი განცხადებით, ის ჭყონდიდის ეპარქიაში, ერთ-ერთ ტაძარში იმსახურებს.

„ვრჩები ეპარქიაში. არის პროტესტი უსამართლობის გამო. ჭყონდიდის ეპარქიაში არის ბევრი ტაძარი გახსნილი. ვიმსახურებ ერთ-ერთ ტაძარში, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ჩვენც გვაქვს მონასტერი წმინდა ნინოს სახელობის, ჩვენთან ვინც იქნება მოძღვარი, ვივლით იმასთან. მეუფე გრიგოლის წირვაზე არ დავდგებით“, – განაცხადა დედა სოსანამ.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარიაც ტაძრიდან წავიდა.

https://mcm.ge/მამა-ანდრიამ-ინჩხურის-ტა/

მსგავსი თემები