ვნების შვიდეული 23 აპრილიდან დაიწყება – შვიდეულის განრიგი

23 აპრილს ვნების შვიდეული დაიწყება. როგორც სამების საკათედრო ტაძარში დღეს გამოაცხადეს, მომავალი კვირიდან, მაცხოვრის უკვდავსაყოფად, ლიტურგიული მსახურებები შესრულდება.

ვნების შვიდეულის განრიგი კი შემდეგია: 22 აპრილს, 08:00 საათზე – პირველ შეწირული ლიტურგია. საღამოს, 17:00 საათზე, წმინდა სერობის და ცისკრის ლოცვა;

23 აპრილს, 08:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება;

24 აპრილს, 08:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, 17:00 საათზე, სერობა და ცისკრის ლოცვა;

25 აპრილს, 10:00 საათზე – ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია; საიდუმლო სერობის გახსენება და ფეხთბანვა. მსახურებას შეასრულებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე; საღამოს 19:00 საათზე კი თორმეტი ვნების სახარებას წაიკითხავენ;

26 აპრილს, 09:00 საათზე – ჟამნები, 14:00 საათზე- გარდამოხსნის გამოსვენება;

27 აპრილს, 06:00 საათზე, გარდამოხსნის გარშემოტარება და წესის აგება. 09:00 საათზე -საღმრთო ლიტურგია. საღამოს, 21:30 საათზე კი შუაღამიანი და გარდამოხსნის შემოსვენება საკურთხეველში. 23:00 საათზე -შეხვედრა მის უწმინდესობასთან და უნეტარესობასთან, ილია მეორესთან. 00:00 საათზე, ლიტანიობა და ბრწყინვალე აღდგომის საღმრთო ლიტურგია.

მსგავსი თემები