“ვმუშაობთ,TikTok საკითხზე, საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით” – საგარეო უწყება

ვმუშაობთ სოციალურ ქსელ TikTok-ის საკითხზე, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ინფორმაციაზე, რომლითაც სოციალურ ქსელ TikTok-ში რეგისტრაციისთვის ცალკე ქვეყნებად არის მითითებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“.

„ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.

ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ამასთან, უწყების პრესსპიკერის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან.

„საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და ასევე გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები