ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შეხვედრას მართავენ

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შეხვედრას მართავენ. თურქეთის ლიდერი რუსეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა.

როგორც ცნობილია, მხარეების განხილვის მთავარი თემა იდლიბში მიმდინარე მოვლენები იქნება.

ბოლო პერიოდში, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბა, რაც იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა. მედიის ცნობით, შეტაკებებში ერთ მხარეს თურქეთის ჯარები, ხოლო მეორე მხარეს რუსული ავიაცია მონაწილეობს.

მსგავსი თემები