ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ორი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალში. მასთან ერთად ყირიმში იმყოფებიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.

როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, „18 მარტი ყირიმისა და მთლიანად რუსეთის ისტორიაში ღირსშესანიშნავი თარიღია“.

შეგახსენებთ, რომ ხუთი წლის წინ, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

მსგავსი თემები