“ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარებას „რთულს“ უწოდებს. მან, მუშევანსა და გეტაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თეთრიწყაროს რაიონში არსებულ სიტუაციას.

მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს.

მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები