„ვირუსის ყველა სახიფათო გამავრცელებლები „სუპერ გადამტანები“ არიან“- ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე

„პირები ვისაც კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებათ გაცილებით საშიშები არიან” – ასეთია სპეციალისტების შეფასება “კორონავირუსის” გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც ქართველი ეპიდემიოლოგები ამბობენ, საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევა გაცილებით უსაფრთხო იყო, რადგან დროულად მოხდა დაინფიცირებული პირის გამოვლენა, მეორე შემთხვევა კი იმის გამო, რომ უსიმპტომო იყო შესაძლოა სხვა ადამიანის დაინფიცირების მიზეზიც გახდეს, რადგან მან კლინიკას თვითდინებით მიმართა. სწორედ უსიმპტომო გამავრცელებლებს მიიჩნევენ სპეციალისტები საშიშად, ჩინეთიდანაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში სწორედ გადამტანების საშუალებით გავრცელდა ვირუსი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დღემდე არაა შექმნილი მედიკამენტი, რომელიც ვირუსს შეაჩერებს.

„სპეციფიკური მედიკამენტი ვირუსის შესაჩერებლად არ არსებობს, მიმდინარეობს მხოლოდ რამოდენიმე პრეპარატის საცდელი გამოყენება, თუმცა დღემდე არანაირი დადებითი შედეგ არაა. ახალი “კორონავირუსის” გამავრცელებელი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს, რომელმაც ბოლო პერიოდში ინფიცირებულ ქვეყნებში იმოგზაურა“ – აცხადებს ინფექციური ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის შედეგად მსხვერპლი ყველა ასაკში დაფიქსირდა, თუმცა დიდი რისკის ქვეშ ხანდაზმული და ქრონიკულად დაავადებული ადამიანები არიან. ეპიდემიას ამერიკაში მოღვაწე ქართველი ანესთეზიოლოგი ზურაბ გურული ეხმაურება, იგი ქართველ მედიკოსებს რჩევას აძლევს და საავადმყოფოების იზოლირებისკენ მოუწოდეს:

„ არ არიან ქართული კლინიკები მზად დავირუსებულთა მართვისთვის, პირიქით, სწორედ კლინიკები გახდებიან დაავადების გავრცელების კერები. კარგად დაცულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სამხედრო საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინე კარვები, რასაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ, ყოველი ახალი შემთხვევა მოქცეული უნდა იყოს სწორედ ამ ტერიტორიაზე და ეს ყველაფერი იზოლირებული უნდა იყვეს მაქსიმალურად მოსახლეობისგან. სკოლებში და სააღმზრდელო დაწესებულებებში კი ჩატარდეს შესაბამისი სანიტარული სამუშაოები ჰიგიენის დასაცავად“ – წერს ზურაბ ღლონტი სოციალურ ქსელში.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაზე დაბალ რისკ ჯგუფს მოზარდები განეკუთვნებიან. სპეციალისტების ძირითად რეკომენდაციად ჰიგიენური ნორმების დაცვა და ინფიცირებული ადამიანებისგან იზოლაციაა.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის ყველაზე მეტი გამოვლენილი შემთხვევა ჩინეთის შემდეგ იტალიაში ფიქსირდება. საქართველოში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა,ჩვენს ქვეყანაში დღემდე კარანტინში 90 ადამიანი იმყოფება.

ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით ახალი “კორონავირუსით” 84 000 დაავადდა, 2900 მდე  კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები