“ვინც პატრიარქს არ ემორჩილება, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის” – მეუფე დანიელი

“სირცხვილი იმ საქართველოს, ვინც კითხვას სვამს, ვინ არის პატრიარქი”, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს შეცდომას უშვებს.

„ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დადგეს სინანულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას თხოვნა, შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებასთან დაკავშირებით, ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

https://mcm.ge/%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%ae1%83%94-%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d/

მსგავსი თემები