“ვიმედოვნებ, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ​აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებულ გამოწვევას შესაბამისად უპასუხა.

„როგორც ვიცი, გასული წლის ზაფხულში იყო ეკონომიკური შოკი, რამაც სერიოზული გავლენა იქონია ლარის კურსზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხა, რასაც ლარის დასტაბილურება მოჰყვა. ზოგადად, როგორც წესი, მაკროეკონომიკური ელემენტები ეკონომიკის გაძლიერების განმსაზღვრელია. საქართველო განაგრძობს ბენეფიტების მიღებას. ვიმედოვნებ, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მსგავსი თემები