„ვერ გადავრჩებით“ – რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე – „მედიაცენტრი მთავარი“ (ვიდეო)

დაკეტილი კაფე-ბარები, რესტორნები, ბუნგალოები და გასართობი ცენტრები – ეს ის სურათია, რაც მთელი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხდება. ტურისტები არ ჩანან, არადა, მათ იმედზე მყოფი ადგილობრივები გადარჩენის პირას არიან.

„ჯერჯერობით არავინ ჩანს, ხედავთ საკუთარი თვალით. წარმოგიდგენიათ და გინახავთ ოდესმე ასე დადუმებული ქობულეთი? ყველაფერი ჩამკვდარია, არ ვიცით რა გვეშველება, რითი და როგორ უნდა გადავრჩეთ. 2-3 თვე ვმუშაობდით და ეს შემოსავალი იყო მთელი წლის საზრდო, მთელი წელი ამით ვიკვებებოდით. ივლისი სრულდება და ტურისტები არ არის, საზღვრები დაკეტილია, ვერ გადავრჩებით“ – ასეთია იმ ადამიანების განწყობა და რეალობა რომელიც ქობულეთის სანაპიროზე ვნახეთ.

ანალოგიური ხდება ურეკშიც, რომელიც საერთოდ ჩაბნელებულია, არადა, ივლისის ბოლოს ურეკში ყოველთვის ხალხმრავობა და სიცოცხლე იგრძნობოდა. დღე კი უკერიც ჩაბნელებულია.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები