ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა, დაიღუპა კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი და ყველა მგზავრი

კალიფორნიის შტატის ქალაქ კალიბასასში უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც ცნობილი მსოფლიო კალათბურთელი, ლეგიონერი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა ემსხვერლა. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი კიდევ 7 მგზავრი. ვერტმფრენის კატასტროფას ვერავინ გადაურჩა, რადგან ის ჩამოვარდნისას აფეთქდა.

BBC-ის ინფორმაციით, 41 წლის კალათბურთელი საკუთარი ვერტმფრენით მიფრინავდა. კატასტროფის მიზეზებზე სპეციალისტები ამ დრომდე არკვევენ.

ბრაიანტი  ასევე ახსოვდა გრემის ჯილდოები, რომლებიც ლოს ანჯელეს ლეიკერსის სტადიონზე იმართება.

ცნობილი კალათბურთელი 20 წელი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. ის იყო  NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი. ის ასევე ნომინირებული იყო გრემის ჯილდოებზე.    

მსგავსი თემები