“ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები და საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი” – ურმას პაეტი

მომავალი არჩევნები და საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენთვის, რომ შევაფასოთ საქართველოს განვითარება, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების შეფასების თვალსაზრისითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული რთული მდგომარეობის დროს ევროკავშირი, ევროპარლამენტი ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რა ხდება ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები და საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენთვის, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, რომ შევაფასოთ საქართველოს განვითარება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა გააგრძელოს ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებთან, საკუთარი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა ურმას პაეტმა.

მსგავსი თემები