ვახუშტის ხიდი ორმხრივად გადაიკეტება, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი

თბილისის საბურთალოს რაიონში, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24თებერვალს, კვირას, დილის 09:30 საათიდან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მსგავსი თემები