„ვაშლოვანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ კვირაში დაიწყება“ – გურამ მაჭარაშვილი

ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, პარლამენტში ​ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან, საგზაო და სასმელი წყლის სისტემის სამუშაოების ვადებსა და ხარისხზე ისაუბრა.

მაჭარაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, რომლებსაც უგზოობისა და უწყლობის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნათ და სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

როგორც დეპუტატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობა პრაქტიკულად დასრულებულია, გზის მოასფალტება კი უახლოეს დღეებში დაიწყება.

“დაახლოებით ერთ კვირაში, ძველი მილსადენები გამოირთვება და სასმელი წყალი ახალ მილსადენებში გაივლის. უახლოეს დღეებში დაიწყება გზის საფარის მოწყობის სამუშაოებიც. ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მეტ ეკონომიკურ სარგებელს მისცემს და ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება,“ – განაცხადა მოსახლეობასთან საუბრისას მაჟორიტარმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის ქუჩა ლაგოდეხის მთავარი ქუჩაა, რომელიც ნაკრძალისკენ მიდის.

მსგავსი თემები