“ვაქცინას ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ აჩქარება მასთან მიმართებაში არ იქნება სწორი” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ალბათ სჯობს, რომ ვაქცინა იყოს ძალიან კარგად გამოცდილი, კარგად გააზრებული, კვლევის ფარგლებში დიდ პოპულაციაზე დატესტილი და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს მისი გლობალური გამოყენება”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„მაგრამ ეს თუ ისევ დარჩა იმ ჩარჩოებში რასაც ვუყურებთ რესპირაციული დაავადებების დროს, მე ვფიქრობ, რომ რაღაც თვალსაზრისით ის სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ მობრუნდეს, მაგრამ ის არ იქნება იმდენად დამაზიანებელი და რთული თუ ჩვენ მომზადებული შევხვდებით.

ვაქცინას ბევრი ნიუანსი აქვს. ჩვენ  ფორსირებაზე, მაგრამ აჩქარება ვაქცინასთან მიმართებაში არ იქნება სწორი. თუ გადავხედავთ პრეისტორიულ მონაცემებს ვაქცინის შექმნის მცდელობა იყო მერსის დროს. ეს იყო კორონავირუსის წინა შტამი 2012 წელს. ამ ვაქცინამ გამოიწვია შინაგანი ორგანოების დაზიანება და არ მიეცა შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყო“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ახლა არის ვითარება, როცა სამედიცინო ბიოტექნოლოგიები სულ სხვაგვარია.

„ახლა სულ სხვა არის მსოფლიო ვიდრე იყო იყო 5-10 წლის წინ ან 3 თვის წინ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ვირუსს გენომური და მუტაციური ცვალებადობა აგრესიული არ აქვს. აღწერილია 600-მდე მუტაცია, მაგრამ სამი ან ოთხია მნიშვნელოვანი, რამაც შესაძლოა ვაქცინის ეფექტურობაზე მოახდიონოს გავლენა. თუმცა აქაც შეიძლება იყოს გამოსავალი.

ჩვენ ვიცით, გრიპის ვირუსის მაგალითი, როდესაც ერთი და სტაბილური ვაქცინა არ გვაქვს. მაგალითად გვაქვს სტაბილური ვაქცინები წითელა, წითურა, ყბაყურაზე, ბე ჰეპატიტის ვირუსზე, მაგრამ გრიპთან მიმართებაში სტაბილური ვაქცინა არ არსებობს და თითქმის ყოველ წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იმ შტამს შეიტანს მხოლოდ რომელიც ყველაზე აქტუალურია ან მუტაცია განიცადა შესაბამისმა ანტიგენურმა კომპონენტმა“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები