ვატო შაქარიშვილი: „არაადეკვატურად აღიქვამს მმართველი გუნდი დღევანდელობას“

„ის ადამიანები, ვისთანაც დაკავშირებული იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს სდევნიდა, დღეს ისინი სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს,“ – ასე მიმართა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა საკრებულოში ვატო შაქარაშვილმა. მისი თქმით, ეს არის მესიჯი, რის გამოც განგაშის ზარია საჭირო.

„მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლა იმისთვის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრულებულიყო და აღარასოდეს განმეორებულიყო უსამართლობა, რომელიც გაბატონებული იყო, მაგრამ რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ? ის ადამიანები, ვისთანაც დაკავშირებული იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეცაა ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში ხალხს სდევნიდა, დღეს ისინი სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს განგაშის მომცემი სიმპტომია, რადგან მცდელობაა, გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები; მცდელობაა, გადაიხედოს და გადაფასდეს ოქროს ფრაზა: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. როგორც ჩვენ ვხედავთ, დღეს წარსულს სხვადასხვანაირად აფასებს საზოგადოება და დღევანდელი ხელისუფლება. აწმყოსაც განსხვავებულად ვაფასებთ. ვფიქრობ, არაადეკვატურად აღიქვამს მმართველი გუნდი დღევანდელობას. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას ამ ფონზე ვერანაირ პერსპექტივას ვერ სთავაზობს,“ – განაცხადა შაქარიშვილმა.

მსგავსი თემები