ვარკეთილში 847 ძირი, სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ სრულად გამწვანდა ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩის გზაგამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორიები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 847 ძირი, სხვადასხვა სახეობის არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლის ხე დაირგო: ევროპული მუხა – 163 ძირი, ჰიმალაის კედარი – 110 ძირი, ჰიმალაის კედარის მტირალა ფორმა – 40 ძირი, წითელფოთოლა ტყემალი – 300 ძირი, აკაცია – 234 ძირი.

​მათივე ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში დედაქალაქში ჯამში 12 000 ხე-მცენარე, მათ შორის 6000 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგვება.

მსგავსი თემები