ვარკეთილში, მგზავრმა ტაქსის მძღოლი მოკლა

თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა. 

ექიმის განცხადებით, 56 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.  

“როგორც მითხრეს კლიენტთან მოუხდა შელაპარაკება. შემოყვანილ იქნა 19:07 საათზე, შოკურ მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა იყო არასტაბილური, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის ზედაპირზე. ქირურგიული ჩარევიდან 5 წუთში გული გაუჩერდა,“ – აღნიშნა ექიმმა, ხათუნა სიხარულიძემ.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები