ვარკეთილში, ავარიულ კორპუსში მცხოვრები 18 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანეს

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, კორპუსი უკვე თვეებია ავარიულ მდგომარეობაშია.

მოსახლეობის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალი გროვდებოდა, რის გამოც, კორპუსმა დაიწია, შედეგად კი კედლებს ბზარები გაუჩნდა. ამასთან, შენობას კიბეები, თითქმის, გამოცლილი ჰქონდა, რასაც შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა. კორპუსი რომ საცხოვრებლად საშიშია, ამას გამგეობაშიც ადასტურებენ.

კორპუსი 9 სადარბაზოსგან შედგება, აქედან დღეს მერვე სადარბაზოს მაცხოვრებლების ევაკუაცია სრულად განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. 

მოსახლეობა სასტუმროებში მანამ დარჩება, სანამ კორპუსს გამაგრებით სამუშაოები არ ჩაუტარდება.  

მსგავსი თემები