ვარკეთილში, ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, დილიდან სპეციალისტები და 112-ის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოჯახებმა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ, ღამე სასტუმროში გაატარეს. რაც შეეხება კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, უკვე გამაგრდა რამდენიმე სართულის კიბეები. ადგილზე იმყოფებიან გამგეობის წარმომადგენლებიც.

სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის განცხადებით, კორპუსის გამაგრების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, საძირკვლების გამოკვლევის შემდეგ, მისი კარკასული გამაგრება დაიწყება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა სახლებში შეძლებს დაბრუნებას. 

ცნობისთვის, თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 

მსგავსი თემები

3 Thoughts to “ვარკეთილში, ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს”

  1. Hi there everyone, it’s my first go to see at this site, and paragraph is in fact fruitful in favor of
    me, keep up posting such articles.

  2. What a material of un-ambiguity and preserveness of valuable experience regarding unpredicted feelings.

  3. We absolutely love your blog and find almost all
    of your post’s to be just what I’m looking for. Do you offer
    guest writers to write content for you? I wouldn’t mind writing a post
    or elaborating on a lot of the subjects you write regarding here.
    Again, awesome website!