“ვართ თუ არა მე და ბესელია კორუმპირებული?” – გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს

“ვართ თუ არა მე და ბესელია კორუმპირებული?”, –  ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალური პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს.

ვასაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ არც ფოფხაძე და არც ბესელია კორუმპირებულები არ არიან.

გედევან ფოფხაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას კორუმპირებული უწოდა, ბოდიშს მოიხდის.

„იმედია, ზარდიაშვილი პირობას შეასრულებს და ბოდიშს მოიხდის, რადგან მან თქვა, რომ თუკი ერთი ადამიანი იტყოდა, რომ ეკა ბესელია კორუმპირებული არაა, ის ბოდიშს მოიხდიდა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი თემები