“ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის შესახებ განმარტებას სტრასბურგში აკეთებს.

დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახს მალე დაუბრუნდება.  

“გარკვეული ინფორმაცია არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ბატონი ვაჟას დროული გათავისუფლება. ამიტომ, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ, როგორ, რა პირობებში მოხდა და ვინ არის ძალა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიებზე და რა პირობებში მოხდა უდანაშაულო ადამიანის დაკავება. ამიტომ, ჩვენ როგორც აქამდე გვქონდა ყველა ფორმატი გამოყენებული, ისე მომავალშიც გამოვიყენებთ“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.  

მსგავსი თემები