“ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებაზე საუბარი პარტიაში არ ყოფილა” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების თაობაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

„ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი,”- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. საიდუმლო გავეცი? – არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი თემები