ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილი კომპანიის “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც წინა მოადგილე ჯემალ ახალაია კომპანიის დირექტორად დაინიშნა.

შპს „ენერგოტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”. შპს „ენერგოტრანსის“ საქმიანობა რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნულ კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის  აქციების სრულ პაკეტს კი ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი”, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

მსგავსი თემები