“ვამზადებთ დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც 1000-დან 1500-მდე იქნება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის პაციენტების მისაღებად 500-ზე მეტი საწოლია მზად.

„დღესდღეობით 500-ზე მეტ საწოლია მობილიზებული პაციენტების მისაღებად. ეს რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი: პირველ ეტაპზე, გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში მიეწოდება ინფორმაციია მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებს, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი 700 საწოლი.

შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვს რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

ასევე, ჩვენ ვამზადებთ უკვე დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები