„ვალდებულება სრულად შევასრულე, ხარვეზებისთვის ბიუჯეტში 123 000-იც დავაბრუნე“ – მალხაზ ლომსაძე

სამშენებლო კომპანია „ნიკარემსტროის“ დირექტორმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის გამარჯვებულ ტენდერსა და შესრულებულ სამუშაოებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც მალხაზ ლომსაძე აცხადებს, მას ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და გაუგებარია, რატომ ხდება მისი და მისი კომპანიისთვის ჩრდილის მიყენება. საუბარია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 3 ბაღის რეაბილიტაციაზე, რომლის ტენდერიც კომპანია „ნიკარემსტროიმ“ მოიგო, თუმცა, ქვეკონტრაქტორის მხრიდან არსებული ხარვეზების გამო, პასუხისმგებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრა.

“ჩემმა კომპანიამ მოიგო ტენდერი. გავაფორმეთ ხელშეკრულება კონტრაქტორთან და საზღვარგარეთ წავედი. ტენდერი გამოცხადდა საბავშო ბაღების რეაბილიტაციაზე. ხელშეკრულებით რაც იყო შესრულდა, თუმცა, იყო ხარვეზები. მოიწვიეს ექსპერტიზა, რომელმაც დადო დასკვნა. აღმოჩენილი ხარვეზების გამო, დამიბარეს ანტი კორუფციულ სააგენტოში. ტენდერში მოგებული 350 000 ლარიდან აღმოჩენილი ხარვეზების გამო, 123 000 ლარი ბიუჯეტს სრულად დავუბრუნეთ. სახელმწიფო ვალდებულებისაფან მე სრულიად განთავისუფლებული ვარ“ – აღნიშნა მალხაზ ლომსაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კონტრაქტის მიხედვით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, „ნიკარემსტროის“ ჰქონდა ვალდებულება, ხარვეზები 5 წლის ვადაში გამოესწორებინა. თუმცა, როგორც დირექტორი აცხადებს, მათ აღნიშნულ წინადადებაზე უარი მიიღეს.

„ჩემი ბრალეულობა იმაშია, რომ დაქირავებულ, სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი ზედამხედველობა ვერ გავუწიე. ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პირობა, რომ 5 წელიწადში ჩვენ უნდა გამოგვესწორებინა თუ რამე ხარვეზი დაფიქსირდებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა აღარ მოგვცეს. მუნიციპალიტეტის მერიამ ხარვეზების გამოსწორებაზე უარი გვითხრა. როგორც ჩანს, უნდობლობა გამოგვიცხადეს და თანხის დაბრუნება ამჯობინეს, რომელიც, ჩვენი მრხიდან შესრულდა კიდეც“ – განაცხადა მალხაზ ლომსაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც რესპონდენტი ამბონს, ის სახელმწიფო ვალდებულებისაგან თავისუფალია და საბავშვო ბაღების არსებული მდგომარეობა მის კომპეტენციას სცილდება. თუმცა, ამბობს, რომ „ნიკარემსტროის“ არაერთ სარებილიტაციო სამუშაო აქვს შესრულებული და პრობლემა არცერთ მათგანთან დამდგარა.

კითხვა, რომელიც დღემდე არსებობს, თუ სად წავიდა საბავშვო ბაღების და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხები, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ თანხა, რაც მას მიუთიტეს, რომ უნდა დაბრუნებულიყო, ბიუჯეტში დააბრუნა.

მსგავსი თემები