“ეს გამარჯვება სოხუმის გმირებს მივუძღვენი, წაგების უფლება არ მქონდა” – ლაშა ტალახაძე

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა. ეს გამარჯვება სოხუმის გმირებს მივუძღვენი. მჯერა, რომ მათ მიერ დაღვრილი სისხლი ამაო არ იქნება და ჩვენი საქართველო გამთლიანდება“, – ეს განცხადება მსოფლიო ჩემპიონატის ოთხგზის რეკორდსმენმა, ლაშა ტალახაძემ გააკეთა.

ქართველმა ძალოსანმა, ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა, ოქროს მედლები მოიპოვა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ამრიგად, 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლაშა ტალახაძე ზედიზედ ოთხჯერ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე, ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.

მსგავსი თემები