“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში” – ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ის უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში.

ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას“, – აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში” – ფეხბურთის ფედერაცია”

  1. Your material is extremely significant.|

  2. Do you mind if I quote a couple of your posts as long as I provide credit and sources back
    to your site? My blog is in the exact same niche as yours and my users would certainly benefit from some of the information you provide here.
    Please let me know if this ok with you. Cheers!

  3. Hmm is anyone else experiencing problems with the pictures
    on this blog loading? I’m trying to figure out if its a
    problem on my end or if it’s the blog. Any feedback would be
    greatly appreciated.

  4. Wonderful, what a website it is! This webpage provides valuable data to us, keep
    it up.