“ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება” – პრემიერი საარსებო მინიმუმზე

“ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი „საქსტატმა” უნდა გასცეს.

„წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც „საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე სწორედ მან უნდა გასცეს დეტალური პასაუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებებო მინიმუმი ერთი ლარით შემცირდა და 187 ლარზე დაფიქსირდა. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, 1,5 ლარით შემცირდა და 331,5 ლარია.

მსგავსი თემები