„ეს პოლიტიკური აჟიოტაჟია, წინა პრეზიდენტებმა მკვლელებიც შეიწყალეს და ძებნილებიც, თუმცა ხმაური არ ყოფილა“ – გელა ნიკოლეიშვილი  

„შევარდნაძის, სააკაშვილის, მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ნამდვილი მკვლელებიც შეიწყალეს და ნარკომოვაჭრეებიც, თუმცა, ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ძალიან ხმამაღალი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ შეწყალებას ჩემდა გასაკვირად. ამ შემთხვევაში განხორციელებულ შეწყალებას ვუკავშირებ პოლიტიკურ ინტერესებს, რომ დააზიანონ ხელისუფლების მიერ წამოყენებული და არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა და ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიცენტრ მთავარში“ პატიმრების შეწყალების თემაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, რამაზ დევაძის შემთხვევაში, პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც, ვიდეომასალა, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, ადასტურებს, რომ ეს იყო შემთხვევითობა და არა განზრახ მკვლელობა.

„ნამდვილად, რამაზ დევაძის შემთხვევაში, ვიდეო კადრებიდანაც ჩანს, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა და არა განზრახ მკვლელობა. დევაძე მუკბანიანს არც კი იცნობდა და მასთან შემხებლობა არ ჰქონია. მისთვის წაყენებული მუხლი და კვალიფიკაცია იყო არასწორად. ესეც  მოხდა იმიტომ, რომ დიდი აჟიოტაჟი ატეხა ოპოზიციამ, თითქოს, რამაზ დევაძე თითქოს იყო კრიმინალი. მათ ასეთი სურათი დახატეს, რამაც სასამართლოზეც იმოქმედა. კადრებიდან კარგად ჩანს, რომ რამაზ დევაძე არის გამშველებელი, ის ცდილობდა მუკბანიანის იარაღის  განეიტრალებას, რა დროსაც იარაღი გავარდა. არავინ ამბობს რომ გაუფრთხილებლობით მკვლელობა დანაშაული არა არის, თუმცა, ეს ითვალისწინებს 2 დან 4 პატიმრობას.  დევაძეს კი განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით,  მოსამართლეებმა გაითვალისწინეს ის, რომ პოლიტკური აჟიოტაჟი იყო ატეხილი.

„ვიდეო მასალები არსებობს, ჩანაწერები არსებობს, რომლითაც მტკიცდებოდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები უკან იხევენ ასეთ დროს, რომ პოლიტიკურად არ წააგონ“,- აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

კითხვაზე, რის მიხედვით მიიღო პრეზიდენტმა რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილება, ადვოკატი პასუხობს, რომ გადაწყვეტილების მიღება არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა.

„ჩავთვალე, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს ყველაფერი შეისწავლა, გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან სულ 34 პიროვნება შეიწყალა, სააკაშვილმა კი 4 ათასამდე პიროვნება, მარგველაშვილმა  გაცილებით მეტი და იქ განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულებსაც ნახავთ და  ნარკოდანაშაულისთვისაც, მათ შორის, ძებნილებსაც“ –  განაცხადა  გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  


https://mcm.ge/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%97%E1%83%90/?fbclid=IwAR2DpFIIBVQcWxZwHx3pXlmdsaERjN3e5Amrpn_fh6NC7dUrEan5NOlexLM

მსგავსი თემები