“ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის ჯოჯოხეთი აღმოჩნდა“ – შეწყალებული რამაზ დევაძის დედა

“ნაც, მოძრაობა” თითქოს მომზადებული იყო ამისთვის, რომ რამაზ დევაძე ლავასოღლისთან დაეკავშირებინათ. „ის“, რამაზისთან ერთად ჭიდაობდა ბავშვობიდან, შემდეგ კი თავისი გზა აირჩია. ამის გამო, შეიძლება ჩემი შვილის კრიმინალებთან დაკავშირება და კრიმინალად შერაცხვა, როგორც ეს „ნაციონალებმა გააკეთეს“? ვინც რამაზის იცნობს თუ არ ცნობს და ვინც კადრები ნახა, ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო შემთხვევითობა, რამაზი ცდილობდა, იარაღიანი მუკბანიანი, რომელიც ისროდა, გარეთ გაეყვანა. როცა იარაღი წაართვა, გასროლაც მაშინ მოხდა, შემთხვევით. ეს უბედური შემთხვევა, ჩემი ოჯახისთვის იყო ჯოჯოხეთი“ – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ნაზი ბოლქვაძის თქმით, მუკბაიანების მხარე სასამართლოზე არც ყოფილა. მან გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანის ოჯახს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა და აღნიშნა, რომ გადარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად ყოველ დღე ლოცულობს.

„სასმართლო ისე დამთავრდა, არც ერთი მუკბანიანი ყოფილა პროცესზე. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მუკბანიანის ოჯახს იმ კადრებისთვის, რაც გავრცელდა. ჩემთან ტელევიზია რომ მოვიდა, მე ეს კადრები არც ვაჩვენე და არც გავატანე, რადგან ადამიანი გარდაცვლილია და არ არის კარგი, როცა ის კადრები ვრცელდება, რომელიც მას შეურაცხყოფს“ – აღნიშნა ნაზი ბოლქვაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კადრებს, რომელზეც რამაზ დევაძის დედა საუბრობს, იქ ასახულია, კლუბში, ეროვნებით უზბეკ მეგობარ გოგონასთან მყოფი თარაშ მუკბანიანის ქცევები, კონფლიქტის დაწყება, როგორ დაადო იარაღი მუკბანიანმა ერთ-ერთ ადამიანს, როგორ ისვრის და როგორ დაიჭრნენ ადამიანები.

ნაზი ბოლქვაძის თქმით, მან, რამაზ დევაძის შეწყალების წერილით გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა. მაშინდელი შეწყალების კომისიისგან დადებითი დასკვნაც არსებობდა, თუმცა, მაშინ, დევაძის შეწყალება ვერ მოესწრო.

„ყველა მტკიცებულება წარვუდგინე მარგველაშვილს, მან იცოდა რაც მოხდა. პრეზიდენტს პირადად მივმართე, რამაზის დახასიათებით და რეკომენდაციებით. სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, მის ადმინისტრაციაში ურთიერთობა არავისთან გვქონია. რამაზი სულ ლოცვაში და სინანულშია. იმდენი სანთელი ჰქონდა ნაყიდი, რომ ერთი წელი არ მიყიდია. მისთვის ძალიან დიდი გულისტკივილია რაც მოხდა, ამიტომ, ვარკეთილში, გარდაცვლილი მუკბანიანის სახელობის ტაძარს აშენებს“ – აღნიშნა ნაზი ბოლქვაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები