“ეს იყო პროტოკოლური შეცდომა” – ბიძინა ივანიშვილი 

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის გამართვას და საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსი დეპუტატის საუბარს ეხმიანება. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსი დეპუტატის, საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარი პროტოკოლური შეცდომა იყო. 

„დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მსგავსი თემები