“ეს არ არის რეალურად არჩევნები, ესაა მხოლოდ არჩევნების იმიტაცია” – თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება და ის მხოლოდ არჩევნების იმიტაციაა.

„ეს არ არის რეალურად არჩევნები, ეს არის მხოლოდ არჩევნების იმიტაცია. ვერანაირ არჩევნებს, ვერანაირ ლეგიტიმურ პროცესს, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებაც ექნებოდა ვერ ექნება ადგილი, ბუნებრივია, ოკუპაციის პირობებში იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთიდან განდევნილია მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან ამ არჩევნების მიმართ არც მოლოდინი, არც რაიმე სხვა სერიოზული აღქმა და შეფასება ამ პროცესის არ ხდება,“- განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება.

მსგავსი თემები