„ეს არის კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული პროვოკაცია, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მონაწილეობენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ტრიბუნა, რომელიც დეოკუპაციის მოწოდებისთვის უნდა გამოყენებულიყო, მასობრივი პროტესტის საბაბი გახდა. რისთვის იყო დაგეგმილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რისთვის ჩამოვიდა 4 კონტინენტის 26 ქვეყნის დელეგაცია თბილისში და რა მივიღეთ შედეგად?

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელის გამოც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ახლო კავშირშია როგორც გრიგოლ ვაშაძესთან, ისე გიგი წერეთელთან. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ეჭვები, რომ ის, რაც დღეს მოხდა, არის კარგად გააზრებული და დაგეგმილი პროვოკაცია.

მთავარი კითხვა, რომელიც დღეს დგას და რომელმაც პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა, შემდეგია – როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე და როგორ მოხდა, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გამოსვლა რუსულ ენაზე დაიწყო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მთავარი კითხვა სწორედ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული კავშირებია.

„ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მონაწილეობდნენ და ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება. ეს იყო პროვოკაცია. მეტსაც გეტყვით, მათი მხრიდან მორიგი პროვოკაციისთვის მზადება მიმდინარეობს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მართლმადიდებლურ ასამბლეას ვიყენებთ იმისათვის, რომ ქრისტიანულ სამყაროს ის კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობა გავაცნოთ, რაც საქართველოს გააჩნია. ჩვენ თავად ვართ შემოქმედი ამ სამყაროსი, ნაწილიც და შემოქმედიც ამ ქრისტიანული სამყაროსი. ჩვენ ვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ მართლმადიდებელ სამყაროს გავაგებინოთ, რა მოხდა 2008 წელს და გასულ 90-იან წლებში, ასევე, ჩვენი მართლმადიდებელი მეზობლის დანაშაულის სახით. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთს, წაიღოს თავისი აღიარება. მოგეხსენებათ, რუსეთის საპატრიარქო აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, ხოლო რუსეთის სახელმწიფო არღვევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დაუჯერონ რუსეთის ეკლესიას, აღიარონ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობა და ეს ორგანიზაციაც ამას მიანიშნებს“, – ეს განაცხადა კი ფორუმთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილმა ფორუმის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.





მსგავსი თემები