ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 123 ადამიანი დაიღუპა. გამოვლინდა ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ „ელ პაისი“ წერს.

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 26 744-ს აღწევს, გამოვლენილია ინფიცირების 227 000 შემთხვევა.

ახალი კორონავირუსისგან ესპანეთში უკვე 137 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები