ეროვნული ტრაგედია – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

BBC – ის ცნობით, პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა.

ნოტრ-დამში მდებარე ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა.

პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, გამოძიებამ ხანძრის გაჩენის მიზეზები უნდა დაადგინოს. საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ არის დაშავებული.

სააგენტო “როიტერსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“.

პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.

მსგავსი თემები