“ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, გმადლობ ერდოღან“ – ტრამპი ერდღანს

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ – ასე პასუხობს თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს, რომელმაც მას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ, თურქეთმა სირიაში ცეცხლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც ტრამპა ერდოღანს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

“არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება… ერთი წვეთი ამერიკული სისხლის დაღვრის გარეშე, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის სასაზღვრო რეგიონში. ზოგჯერ, მათ ჩხუბის საშუალება უნდა მისცე. ეს ძალიან ჰგავს ორი ბავშვის ამბავს. როცა თავდაპირველად მათ წაჩხუბების საშუალებას აძლევ და შემდეგ აშველებ,“- აცხადებს დონალდ ტრამპი.

თურქეთის საგარეო მინისტრის განცხადებით კი, თურქეთის გადაწყვეტილება არ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ, დროებით შეჩერებაა.

მსგავსი თემები