“ერთად გავალამაზოთ თიანეთი“ – ყვავილების აქცია

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, თიანეთში აქცია – ,,ერთად გავალამაზოთ ჩვენი თიანეთი” გაიმართა. აქციის ფარგლებში, დაბა თიანეთის ცენტრალურ მოედანზე, ბიუროს თანამშრომლებმა 100 ძირი ჰოლანდიური ჯიშის ვარდი დარგეს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, აქცია მიზნად ისახავს, დაბა თიანეთის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობასა და გალამაზებას.

ბიუროს ინფორმაციით, ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება და დარგულ ყვავილებას შესაფერისად მოუვლიან.

მსგავსი თემები