“ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება” – თეა წულუკიანი

ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დანარჩენი ყველა სერვისი გაიცემა მხოლოდ დაჯავშნის გზით წინასწარ, ელექტრონული რიგის მეშვეობით, ზუსტად ისე, როგორც ეს კორონავირუსის საქართველოში შემოსვლამდე ხდებოდა.

ეს დროებითი წესი იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ შევძლებთ კორექტირება გავაკეთეთ იმ ახალი წესის, რომელსაც გთავაზობთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, მოქალაქეები იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და დროებით სანოტარო ბიუროში მისვლას წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში შეძლებენ.

მსგავსი თემები

One Thought to ““ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება” – თეა წულუკიანი”

  1. buy CBD oil

    There is visibly a bunch to know about this. I feel you made some nice points in features also.