“ერთადერათი, რაც შემიძლია, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს საჩუქრად კომპასი გადავცე” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “სამოქალაქო მოძრაობის” კამპანიას – “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი”  გამოეხმაურა.

“უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? – დღეს არის კვირა დღე და ალეკო ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ოზურგეთში, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ქმედების მიზანი თალაკვაძის არაეფექტური მუშაობის მხილებაა.

მსგავსი თემები