ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

“ბიბისი” ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. 

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ახალი ტიპის კორონავირუსს ემსხვერპლა ქალი, რომელსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული ჰქონდა; ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 65 წლის მამაკაცი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერაყში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უახლოეს წარსულში ირანში იმყოფებოდა, სადაც ინფექციამ უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ირანში დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 3 500-ს აჭარბებს.

მსგავსი თემები