ემიგრანტობა არის წყვდიადი, რომელსაც გინდა თავი დააღწიო – ნანა ბერიშვილის ემოციური სტატუსი

ქართველი ემიგრანტი ნანა ბერიშვილი, პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის  კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებამ გააღიზიანა, როდესაც დავით ბაქრაძემ წყნეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სურს ემიგრანტებისთვის, სანამ, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, შრომითი ბაზარი გახსნას, სამუშაო კვოტები გამოყოს, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, სამედიცინო დახმარებას, დაცვას დეპორტაციისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან.​

როგორც ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს, 3 წელია ემიგრაციაში იმყოფება და გაუსაძლისი შრომა უწევს მიზერულ თანხად, შესაბამისად პრეზიდენტის ერთ-ერთი კანდიდატისგან მსგავსი დაპირება მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

“იმედი მაქვს შეიცვლება 28 ოქტომბერს ეს მთავრობა და დავბრუნდები ჩემ სამშობლოში. ძალიან დავიღალე ასეთი მდგომარეობით, ბევრ ემიგრანტთან ვმეგობრობ, ყველას იმედი გვაქვს რომ დავბრუნდებით და ჩვენი ოჯახები ისევ გამთლიანდებიან. აი ბაქრაძეს კი ენა მინდა ამოვგლიჯო იმ სიტყვებისთვის, ისევ ემიგრაციაში რომ უნდა ჩვენი დასაქმება. საკმარისია, უკვე ვეღარ მოვითმენთ ამდენ ვირეშმაკობებს“, – წერს ემიგრანტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე შეფასებით, ემიგრანტობა არის ის წყვდიადი სამყარო საიდანაც თავის მალე დაღწევა სურს, მაგრამ საუბედუროდ ეს არც ისე ადვილია იმ პირობებში, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქმნის.

“იმედი იმისა რომ ყველაფერი გამოსწორდება და ამ დროს პირიქით ხდება. საკუთარ მიწაზე უცხო ტომელები გაგვხადეს, გაგვიმათხოვრეს დედ-მამა, და-ძმა და ნათესავები. ოღონდ სკამები არ დაკარგონ და მზად არიან არა მარტო ეშმაკს მიჰყიდონ სული, არამედ საკუთარი შვილებიც კი. მოგეკითხებათ თითოეულ თქვენგანს, ემიგრანტების ხარჯზე თქვენს ერთ ადგილებს იკმაყოფილებს და ჩვენს შვილებს ათას საზიზღრობას სთავაზობთ რომ უფრო მეტი იშოვოთ.
კარგად დაიმახსოვრეთ… ემიგრანტები დაბერებასთან ერთად გაძლიერდნენ და ფრთხილად სადმე ფეხი არ წამოდოთ, რადგან გაქცევას თუ დააპირებთ იქაც ემიგრანტი დაგხვდებათ, მაგრამ თქვენთვის გაქცევა ფუფუნება იქნება, რადგან ჩვენ ემიგრანტები კიდევ დაგინდობთ, ამიტომ ვარჩევდი თუ არჩევანი მექნებოდა გაჭირვებულ საქართველოში დაგტოვოთ და თავად გასაცოდავებულ ერს გასცეთ პასუხი.
ერიდეთ და დაფიქრდით როცა შეგვეხებით, რადგან უკვე რკინის ჯავშანიც კი აღარ გვჭირდება და ცრემლიც კი გაგვიშრა. ჩვენ მხოლოდ ერთი გვინდა, ჩვენი მომავალი საქართველო გაბრწყინდეს და ასეც იქნება ამას მე ერთი რიგითი ემიგრანტი გპირდებით.
p.s. ბრძოლის ჟინი ისე გაუღვიძეთ ემიგრანტებს მეცოდებით, რადგან საფლავიც არ გექნებათ ისე გაქრებით“, – წერს ნანა ბერიშვილი.

მსგავსი თემები