„ეკლესიამ რომ გაპატიოს შე დალოცვილო, ჯერ ხომ უნდა თქვა მაპატიე, ბოდიში“ – დეკანოზი მამა გიორგის შეწყალებაზე

დეკანოზ დავით ქვლივიძის შეფასებით, მამა გიორგი მამალაძეს წმინდა სინოდი კი არ ამართლებს, არამედ პატიობს. სწორედ ასე ხსნის სასულიერო პირი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას სინოდის გადაწყვეტილებას გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.     

„სინოდმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტს. სინოდი იმას კი არ ამბობს,  რომ მამალაძე დამნაშავეა არაა. პატიობს რაც გააკეთა და როგორც გააკეთა. მაგრამ, რომ გპატიობს შე დალოცვილო, ჯერ ხო შენ უნდა თქვა მაპატიე და ბოდიში. მას ბოდიში არც მოუხდია პატრიარქი ისე პატიობს. ესაა ზე-ადამიანურობის გამოვლენა. მეტი რა უნდა გააკეთოს პატრიარქმა. კაცს ამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს და კაცი არის სიყვარულის ეტალონი. ამიტომაც უყვართ მთელს მსოფლიოს მართლმადიდებლობას პატრიარქი. ამიტომაცაა, რომ ეპისკოპოსები კი არა, სხვა პატრიარქებიც პატარა ბავშვებივით არიან მასთან. იმიტომ, რომ თვითონაა დიდი ბუმბერაზი ადამიანი. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და გვკურთხოს მისი თავი“, – განუცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

 

მსგავსი თემები

One Thought to “„ეკლესიამ რომ გაპატიოს შე დალოცვილო, ჯერ ხომ უნდა თქვა მაპატიე, ბოდიში“ – დეკანოზი მამა გიორგის შეწყალებაზე”

  1. I appreciate the data on your web site. Thank you!|