ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას არ გამორიცხავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს აკისრებს. მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს.

„მისი ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. მკაცრი და სუბიექტური მიდგომები მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში კი არ უნდა გამოიჩინოს, პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს. როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციასა და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება, პრინციპულობა აქაც საჭიროა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დააყენებს თუ არა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ეკა ბესელია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე: „ვნახოთ, დაველოდოთ. ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. კანონპროექტსა და კონსტიტუციის ცვლილებაზე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძეზე საფიქრალად ცოტა ადგილი მრჩება, მაგრამ დრო ამისთვისაც მოვა“, – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები