“ეკა ბესელიამ “ომეგასგან” ქრთამი აიღო” – პოლიტოლოგი “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდაზე

პოლიტოლოგი გია აბაშიძე, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” მოსალოდნელ წმენდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას აანონსებს.

როგორც გია აბაშიძე ამბობს, ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ “ნაღმი” რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ აფეთქდება, კორუფციაა.

“ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა. წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა, რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას“. ძალიან შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ. არ მეგონა, რომ მოსალოდნელი თვითწმენდის პროცესი ასე დაიწყებოდა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტაჟიანი პოლიტიკოსისგან.​ ძალიან მინდა, ვცდებოდე. დაველოდოთ საპასუხო, ახალი წლის პირველივე დღეებიდან დაწყებულ კომპრომატების ომს”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გია აბაშიძე.

 

მსგავსი თემები