ეთიკის საბჭოზე მთლიანად „ქართული ოცნებაა“ გასატანი – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის – დავით ჭიჭინაძის შეფასებით, უკულტურო დეპუტატს არანაირი ეთიკის საბჭო არ უშველის და ეს მხოლოდ თამაშია.

აღნიშნული შეფასება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გააკეთა.

„იმის მერე, რაც მოვისმინეთ, რომ 2012 წელი თურმე ხარვეზიანი ყოფილა და დაპირებებს თურმე შესრულება არ უწერია, ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე „ქართული ოცნების“ საქმეა განსახილველი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის. მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა მთლიანი „ოცნება“ გასატანი. მათ მოახერხეს ის, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი და ამიტომაც როცა არგუმენტები არ აქვთ, გადადიან კუნთებსა და მუშტებზე, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ“ – განუცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარს“

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველად იკრიბება, რომელმაც პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა უნდა განიხილონ და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ. ერთ-ერთი სანქცია, შესაძლოა უცხოეთში მივლინების შეზღუდვაც იყოს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სანქციები არაფერს შველის: „აღარავის სჯერა მათი სიტყვების და არაფრით არ განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“. სანქცია არ უშველის არაფერს. წესრიგის დამყარება არ ხდება შეზღუდვით. წესრიგის დამყარება ხდება წესიერი საქციელით და არა ვიღაცის მოგონილი სანქციებით. მივლინებაში მეც მივდიოდი ყაზახეთში, დამკვირვებლად, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ამიკრძალა. ასე რომ, დიდი დანაკარგი არ არის. თვითონ ფაქტია ყველაზე არაეთიკური, რომ შენი საკითხი ეთიკის საბჭოზე გადის“.

მსგავსი თემები