ევროპის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, აშშ გახდეს

ევროპის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს. როგორც „როიტერი“ იტყობინება, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს.

„ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუმცა ამის პოტენციალი არის“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან 21 ათასზე მეტი ინფიცირება ნიუ იორკის შტატში ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 593 ადამიანი.

მსგავსი თემები