ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები შემცირდნენ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, შემცირებულია საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომელებიც ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდნენ მხარს. 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, ასეთი ადამიანების რიცხვი 6 %-ით შემცირდა .

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებს, რომ „მისაღებია“, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83 % უცხადებდა.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, მიუღებელი იყო 13 %-სთვის, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9 %-ს შეადგენდა.

რაც შეეხება გამოკითხულთა ასაკობრივი კატეგორიას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 18-დან 34 წლამდე რესპონდენტების 80 %, 35-დან 54 წლამდე ასაკის 79 % და 55 წელზე მეტი ასაკის მქონე რესპონდენტების 73 %.

კვლევის საველე სამუშაო 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, სადაც, მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასზე მეტია. კერძოდ, ეს ქალაქებია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

მსგავსი თემები