ევროკავშირმა საქართველოსთვის საზღვრები გახსნა – საბოლოო შეთანხმებული სია უკვე ცნობილია

ევროკავშირმა შეათანხმა ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება, მათ შორის არის საქართველო – 15 ქვეყნის ნუსხამ საკმარისი ხმები დააგროვა.

საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები , რუსეთი და ბრაზილია. საზღვრის გახსნა შეეხება ჩინეთს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

მსგავსი თემები