ევროკავშირმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ და ვაქცინის შესაქმნელად ერთი მილიარდი ევრო გამოყო

“ევროკავშირმა მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისა და დაავადების მკურნალობისთვის ერთი მილიარდი ევრო გამოყო”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ცალკეული ქვეყნები ასევე გამოყოფენ ფინანსებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინისთვის.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს, რათა ვაქცინის დისტრიბუცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოხდეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი თქვა, რომ გერმანია 525 მილიონ ევროს გამოყოფს ვაქცინის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად და კორონავირუსის სამკურნალოდ.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ვაქცინის შექმნის შემთხვევევაში, ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მსგავსი თემები